Skip to content Skip to footer

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ჩვენს ვებ გვერდთთან თანამშრომლობისას თქვენ შესაძლოა მოგვაწოდოთ ორი სახის ინფორმაცია:

პირადი ინფორმაცია, რაც ჩვენ გვჭირდება თქვენი იდენტიფიკაციისთვის: პირადი ინფორმაციის მეშვეობით ჩვენ ვახდენთ კონკრეტული მომხმარებლის იდენტიფიკაციას შემდგომში მისთვის ჩვენი მომსახურეობის მიწოდების მიზნით.
პირადი საიდენთიფიკაციო ინფორმაცია შეიძლება იყოს: თქვენი სახელი და გვარი, პირადი ნომერი,  ელექტრონული ფოსტის მისამართი და დაბადების თარიღი,
როდესაც თქვენ ახდენთ ჩვენს ვებგვერდზე რეგისტრაციას და ანგარიშის გახსნას, ჩვენი მომსახურეობების საფასურის გადახდისას, ჩვენ შეიძლება გთხოვოთ წარმოადგინოთ თქვენი ბარათის ნომერი, ბარათის მოქმედების ვადა, აუთენტურობის კოდი ან სხვა საჭირო ინფორმაცია.
გთხოვთ გაითვალისწონოთ, რომ თქვენი ბარათის დეტალებს არ ინახავს ჩვენი ვებგვერდი, თქვენ გადახდას ახორციელებთ ჩვენი პარტნიორი ბანკის დაცული ვებგვერდიდან. შესაბამისად, ჩვენ ხელი არ მიგვიწვდება თქვენი ბარათის ინფორმაციაზე.
თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია ჩვენს მიერ შესაძლებელია გამოყენებული იქნას:
  • თქვენთვის სათანადო მომსახურეობის გასაწევად;
  • სტატისტიკური მონაცემების მოსაგროვებლად,
  • მომსახურეობის გაუმჯობესების მიზნით;
  • ვებგვერდის მართვისთვის;
  • მნიშვნელოვანი შემოთავაზების გასაკეთებლად, რომელმაც შესაძლოა დაგაინტერესოთ და თქვენთვის ინფორმაციის მოსაწოდებლად.
არაპირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია: არაპირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია შეიძლება მოიცავდეს იმ სანავიგაციო კომპიუტერული პროგრამის (browser) სახეობას, რომელსაც თქვენ იყენებთ და თქვენს “IP” მისამართს. ჩვენ ან/და ჩვენს მიერ უფლებამოსილ მესამე მხარე მომსახურების პროვაიდერებს და მარეკლამირებელ პირებს შეუძლიათ ავტომატურად მიიღონ ეს ინფორმაცია იმ დროს, როდესაც თქვენ იმყოფებით ჩვენს ვებგვერდზე. 

არაპირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაციის გაცემა: გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ჩვენ შეიძლება გავანდოთ ან მივაწოდოთ არაპირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია ჩვენს პარტნიორებს. ყოველივე ზემოაღნიშნული გამიზნულია რომ გავაუმჯობესოთ ჩვენი მომსახურება თქვენთვის.

ინფორმაციის განახლება და შეცვლა: თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი ნებისმიერი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია ვებგვერდზე თქვენი ანგარიშის შესაბამის განყოფილებაში შესვლით. ჩვენ მოგიწოდებთ, რომ დაუყოვნებლივ განაახლოთ თქვენი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია მისი შეცვლის შემთხვევაში. თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენს ანგარიშზე არსებული ინფორმაციის წაშლა. თუმცა იმის გამო, რომ ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ძველ ტრანზაქციებს, თქვენ ვერ წაშლით ინფორმაციას, რომელიც დაკავშირებულია ვებგვერდზე განხორციელებულ ძველ ტრანსაქციებთან. გარდა ამისა, ჩვენთვის შეიძლება შეუძლებელი გახდეს მთელი თქვენი ინფორმაციის წაშლა, რადგან ჩვენ პერიოდულად ვახდენთ ინფორმაციის დარეზერვებას. თქვენი ბარათის ინფორმაცია არ ინახება ჩვენს ვებგვერდზე, არამედ განთავსებულია დაცულ გვერდზე, რომელსაც უზრუნველყოფს და მართავს ჩვენი პარტნიორი ბანკი. ამ უკანასკნელს საკუთარი ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა აქვს, რომელიც ჩვენი კონტროლის სფეროს არ წარმოადგენს.

მომხმარებლის არჩევანი ინფორმაციის შეგროვებასა და გამოყენებაზე: თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ თავი შეიკავოთ ინფორმაციის დამატებითი წარმოდგენისაგან. თუმცა ინფორმაციის წარმოდგენა შეიძლება აუცილებელი გახდეს ჩვენი მომსახურეობის მისაღებად.

ინფორმაციის უსაფრთხოება: თქვენი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია ჩვენს ვებგვერდზე ხელმისაწვდომია მხოლოდ თქვენი მომხმარებლის სახელისა და პაროლის მითითების შემთხვევაში. ეს პაროლი დაშიფრულია. ჩვენ გირჩევთ, რომ მესამე პირებს არ გაანდოთ თქვენი პაროლი. გარდა ამისა, თქვენი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია ინახება დაცულ სერვერზე, რომელზეც მხოლოდ შესაბამის პერსონალსა და კონტრაქტორებს მიუწვდებათ ხელი. ჩვენ არ გვაქვს რაიმე ინფორმაცია თქვენს ბარათთან დაკავშირებით და ჩვენთვის იგი ხელმისაწვდომი არ არის, რადგან თქვენი ბარათი პარტნიორი ბანკის კონტროლის სფეროს განეკუთვნება. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მონაცემთა ნებისმიერი გადაცემა ინტერნეტის ან უკაბელო ქსელის საშუალებით შეუძლებელია იყოს აბსოლუტურად და გარანტირებულად უსაფრთხო. ჩვენ ვატარებთ კომერციულად გონივრულ უსაფრთხოების ზომებს, რათა დავიცვათ მონაცემები და ასევე ვცდილობთ კავშირები დავამყაროთ მხოლოდ ისეთ ორგანიზაციებთან, რომლებიც იგივენაირად უდგებიან ამ საკითხს. თუმცა ჩვენ ვერ გავცემთ რაიმენაირ გარანტიას ვებგვერდისათვის ან ვებგვერდიდან გადაცემული ინფორმაციის უსაფრთხოებაზე და არ ვაგებთ პასუხს ნებისმიერი მესამე მხარის ქმედებებზე, რომელმაც შეიძლება მიიღოს ნებისმიერი მსგავსი ინფორმაცია. ნებისმიერი ურთიერთობა თქვენსა და www.natalieteaches.ge – ს შორის, როგორიცაა ელექტრონული ფოსტით ან სხვა საშუალებით მიმოწერა, სადაც თქვენ წარმოადგენთ რჩევებს ან კომენტარებს ჩვენი მომსახურების გაუმჯობესებასა ან შეცვლასთან დაკავშირებით, ჩაითვლება ჩვენს მიერ როგორც არაკონფიდენციალური და არა საკუთრებრივი ინფორმაცია. თქვენ თანახმა ხართ, რომ ასეთი ინფორმაცია გამოყენებული იქნება ჩვენს მიერ ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე.

მომსახურების მიღების წესები: ჩვენი ვირტუალური პროდუქტების მიღებას შეძლებთ მომენტალურად, შესყიდვის განხორციელებისა და თქვენი ანგარიშის გახსნის შემდეგ. ციფრულ პრდუქტებზე მათი გამოყენებისა და მათზე წვდომის წესები და პირობები მოცემულია თქვენს პირად კაბინეტში და გთხოვთ გაეცნოთ.

უფლებები: კურსის ყველა შემადგენელი ნაწილი შექმნილია ნატალია თომაშვილის მიერ და წარმოადგენს მის ინტელექტუალურ საკუთრებას. ყველა უფლება დაცულია. აკრძალულია ამ ინფორმაციის გავრცელება და მესამე პირისთვის გადაცემა ნებისმიერი გზით. ასევე აკრძალულია საიტზე თქვენი ანგარიშის დეტალების გადაცემა მესამე პირებისათვის.

მომსახურების გაუქმების პირობები: მომსახურების გაუქმების შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ “დაბრუნების პოლიტიკის” განყოფილებაში.

ელექტრონული წიგნი იგზავნება ელექტრონულ ფოსტაზე გადახდიდან რამდენიმე წუთში, თუ წიგნი არ მოვიდა ელექტრონულ ფოსტაზე, გთხოვთ გადაამოწმოთ სპამ ფოლდერში, აბ სპეციალური შეთავაზებების ფოლდერში, რადგან ხანდახან ჩვენი მეილი ვარდება იქ. თუ წიგნის თანხა გადაიხადეთ, მაგრამ ის არ მოვიდა თქვენს მეილზე დაგვიკავშრდით მეილზე:
info@natalieteaches.ge